︎    
   
Solo exhibition:
ID: E22.4


Title:

Social Marble: Plate Tectonics




Date:
3 – 13 June, 2022

Place:
Cube in Context, Tbilisi, Georgia

Within the framework of the festival ARTISTERIUM’15

Organizers:
Polish Institute in Tbilisi (director: Lech Konchak), ARTISTERIUM (director: Magda Guruli), Cube in Context (director: Koka Vashakidze)

Artist:
Sergey Shabohin 

Works:
Installation Plate Tectonics (Social Marble): Gravestones [1], 2022

Series of collages Plate Tectonics (Social Marble): Memory Censoring, 2021

Series of collages Plate Tectonics (Social Marble): Quagmire, 2022

Series of collages Plate Tectonics (Social Marble): Storm, 2022

Painting and collage series Tectonic Plates: Twilight of Freedom, 2022

Series of collages Plate Tectonics (Social Marble): Frrr, 2022

Collages Plate Tectonics (Social Marble): Caspar David Friedrich Studios, 2022 

Seria of 4 collages Plate Tectonics (Social Marble): Mariupol Landscapes, 2022

Painting and collage series Plate Tectonics (Social Marble): Black Smoke, 2022

Collages series We are Stern Consumers of Cultural Revolutions: Patches (Social Marble), 2019

Photo Social Marble at the Venice Biennale, 2019

Video Mandrake Gardens, 2020

Sergey Shabohin: series Plate Tectonics (Social Marble): Memory Censoring, 2021


Explication:
Plate Tectonics by Sergey Shabohin – is a new cycle about large-scale geopolitical upheavals: military conflicts, pandemics, protest waves, remaking of the world order, cultural revolutions – by way of example of the turbulent times in the Eastern European region. The project incorporates found images and methodological approaches from other cycles such as Social Marble and We Are Stern Consumers of Cultural Revolutions, which also examine the context of historical and cultural layering and the topic of faults and borders. This cycle presents mental landscapes in the context of current news nervous storylines. Different imagery collides in the works – geometric plates are layered on different backgrounds depicting landscapes and spaces. Taking the ideas of avant-garde art of the 1920s as a basis, the artist has transferred abstract forms into the context of the realistic, the twilight, the romantic and the expressionistic, creating an atlas of images of colossal transformations in culture, politics and, more broadly, human consciousness.





სერგეი შაბოჰინი


პერსონალური გამოფენა

“სოციალური მარმარილო: ფილების ტექტონიკა”



არტისტერიუმი 15-ის ფარგლებში

3 – 13 ივნისი, 2022 წ

კუბი კონტექსტში, თბილისი, საქართველო

ორგანიზატორები: პოლონური ინსტიტუტი თბილისში (ლეხ კონჩაკი), არტისტერიუმი (მაგდა გურული), კუბი კონტექსტში (კოკა ვაშაკიძე)


სერგეი შაბოჰინის ფილების ტექტონიკა – ეს არის ნამუშევრების ახალი ციკლი, რომელიც ფართომასშტაბიან გეოპოლიტიკურ რყევებს ეხება: სამხედრო კონფლიქტები, პანდემიები, საპროტესტო ტალღები, მსოფლიო წესრიგის ცვლილება, კულტურული რევოლუციები – დროის მღელვარების მაგალითები აღმოსავლეთ ევროპაში. პროექტი შაბოჰინი სხვა ციკლებში  გამოყენებულ - ნაპოვნ გამოსახულებებს და მიდგომის მეთოდიკას იყენებს. ეს ციკლებია სოციალური მარმარილო [1] და ჩვენ ვართ კულტურული რევოლუციების მკაცრი მომხმარებლები [2]. ნამუშევრები ხარვეზების და საზღვრების თემას იკვლევენ, ისტორიული და კულტურული ფენების კონტექსტში. მოცემული ციკლი მენტალურ პეიზაჟებს ახალი ამბების ნერვული სიუჟეტების კონტექსტში ასახავს. აქ ერთმანეთს ეჯახება სხვადასხვა გამოსახულება – გეომეტრიული ფილები, განსხვავებული ფონით, პეიზაჟებს და სივრცეებს ასახავენ. 1920-იანი წლების ავანგარდული ხელოვნების აბსტრაქტული ფორმები, მხატვარმა რეალისტურ, რომანტიკულ და ექსპრესიონისტულ კონტექსტში გადაიტანა  და შექმნა კულტურაში, პოლიტიკაში და უფრო ფართოდ, ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე კოლოსალური გარდაქმნების გამოსახულებათა ატლასი. 

[1]

სოციალური მარმარილო

ციკლი ეფუძნება მინსკში საზოგადოებრივი დასუფთავების სერვისის პრაქტიკაზე დაკვირვებას. როდესაც საბჭოთა მარმარილოზე გამოსახული კოროზიული გრაფიტის  გასუფთავება შეუძლებელი გახდა, მათ ამ გამოსახულებებს მარმარილოს შეფერილობის თვით წებვადი ფირი გადააკრეს, რომლის შეძენაც ყველას შეუძლია. მხატვარი მსგავს კვაზი-მარმარილოს "სოციალურ მარმარილო" უწოდებს. როგორც ციკლის ნაწილს, მხატვარი, ერთის მხრივ, ამ თემას ბელორუსში სამოქალაქო საზოგადოების აღზევების, სოციალური ტრანსფორმაციის და სოლიდარობის ქსელის შესახებ ნამუშევრის შესაქმნელად იყენებს. მეორე მხრივ, ნამუშევარი აღწერს ბელორუსის ავტორიტარულ რეჟიმს, ცენზურას და ფსევდო სოციალური სახელმწიფოს იმიჯს, რომელიც საბჭოთა მითზეა დაფუძნებული. ციკლის ეს ნაწილი აკრიტიკებს ბელორუსის სახელმწიფოს ისტორიულ სიყალბეს და ერის აღმშენებლობის მითოლოგიას. ასევე, „სოციალური მარმარილო“ ავლენს მეხსიერების პალიმფსესტურ სურათს და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ტრავმული ისტორიული გარდაქმნების მიერ გამოწვეულ შფოთვას.


[2]

ჩვენ ვართ კულტურული რევოლუციების მკაცრი მომხმარებლები

ნამუშევრების ეს ციკლი აკვირდება  ვიტებსკში ისტორიული ავანგარდის მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებას. 1920-იანი წლების დასაწყისში ვიტებსკში ფუნქციონირებდა ხელოვნების სკოლა UNOVIS. მხატვარი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ცივი ომის ეპოქაში, დასავლურ კულტურაში, ავანგარდის იდეები ბევრად უფრო დადებითად აღიქმებოდა, მაშინ როდესაც ბელორუსში, UNOVIS-ის სუპრემატისტული და კონსტრუქტივისტული იდეები, მრავალი წლის განმავლობაში, გაუცხოებულ მდგომარეობაში არსებობდა. ციკლი განიხილავს ამ პროცესებს და დამოკიდებულებას ავანგარდის მემკვიდრეობისადმი "დასავლეთში" და "აღმოსავლეთში", ვიტებსკის საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციისა და ისტორიის მუზეუმის დაარსების მაგალითზე. სკოლის, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. მხატვარი ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ ბრუნდება დღეს ავანგარდის იდეები ბელორუსში მასობრივი მომხმარებლისთვის მისაღები მასობრივი კულტურისა და დიზაინის სახით და როგორ ინტეგრირდება ისტორიული ავანგარდის იდეები თანამედროვეობაში.



Poster